Archive for მარტი, 2010

რა კავშირია Uriah heep-ის კონცერტსა და უგულო დაცვას შორის

როკის მოყვარულები სიხარულით ცას ეწივნენ, როცა Uriah heep-ს თბილისში ჩამოსვლისა ამბავი გაიგეს.”არ მჯერა, ნუთუ ეს სინამდვილეში ხდება?”- დაახლოებით მსგავსი კომენატრები იწერებოდა ფორუმებზე. თუმცა, ეს როკის ყველა მოყვარულს არ ეხება. მე მაგალითად სულაც არ გამხარებია ამ ბენდის სტუმრობა საქართველოში. ბევრად უკეთესი იქნებოდა რაიმე თანამედროვე ბენდი ჩამოეყვანათ 🙂 Uriah heep-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყებოდა. 19 მარტს ფილარმონიის დარბაზი გაივსო. თუმცა ისეთებიც დარჩნენ, ვინც ვერ მოახერხა ბილეთის ყიდვა და მთელი კონცერტის განმავლობაში გარეთ იდგა იმ იმედით, რომ როგორმე შეაღწევდა დარბაზში. ამ ამბავს შემთხვევით შევესწარი. საქმე არ მქონდა, გადავწყვიტე კონცერტზე მყოფ მეგობრებს გარეთ ფილარმონიასთან დავლოდებოდი და საინტერესო ამბის მომსწრეც გავხდი. უნდა გენახათ როგორ ეხვეწებოდნენ დაცვას Uriah heep-ის ფანები დარბაზში შეშვებას. გული დაგეწვებოდათ. განსაკუთრებით ერთი ხანდაზმული კაცი აქტიურობდა:”თქვენ არ იცით რას ნიშნავს ჩემთვის Uriah heep-ის კონცერტი, ეს უკან დროში დაბრუნებაა”. ყველანაირი ხერხი ცადა. მიკვირს, როგორი რკინის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს, ამდენ ხვეწნა-მუდარას რომ გაუძლო. არაფერი დაშავდებოდა იმით, რომ დაცვას ამ ფანებისთვის (დაახლოებით 10მდე ადამიანი იყო) მიეცა დარბაზში შესვლის უფლება. ათივე ადამიანი თუ არა, ის კაცი მაინც შეეშვა. Uriah heep-ის რომელიმე წევრს რომ დაენახა ეს ხალხი, ალბათ მაშინვე შეაშვებინებდა. მესმის, რომ არასამართლიანია, როცა ვიღაც ფულს იხდის კონცერტზე დასასწრებად, ვიღაცას კი სულ უფასოდ უშვებენ. მაგრამ თუკი არსებობს წესი, რომ ვისაც ბილეთი არ აქვს, არ უნდა შეუშვან შიგნით, მაშინ ეს წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ერთერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი გამოვიდა დარბაზიდან, თავის უბილეთო ნაცნობებს ხელი დაუქნია და შიგნით შეიყვანა. დაცვას ამაზე არაფერი უთქვამს. მერე კიდევ მეორე პარტიაც შეიყვანა უბილეთო ნაცნობებისა ამ ჟურნალისტმა. ზოგიერთი მაყურებელი შუა კონცერტიდან ტოვებდა ფილარმონიას. ვისაც გაუმართლა, ბილეთს ართმევდა კონცერტიდან დროზე ადრე წამოსულებს და ამ ბილეთით შედიოდა დარბაზში. დაცვის წარმომადგენლები კი იდგნენ ურყევად და ფანების თხოვნასა და მავედრებელ მზერას არაფრად აგდებდნენ. ბოლოს ერთმა ფანმა ისიც თქვა, რომ ამდენი ხვეწნის შემდეგ ახლა რომც შემიშვან კონცერტზეო, აღარ შევალო. “მუსიკის არაფერი გაგეგებათ, თორემ მოგვცემდით კონცერტზე დასწრების უფლებასო” დაასკვნეს ფანებმა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

კონცერტი დამთავრდა, ფილარმონიას თანდათან ტოვებდნენ ნასიამოვნები და აღფრთოვანებული მაყურებლები: ხანდაზმულები, პატარა ბავშვები დედიკოებთან და მამიკოებთან ერთად, “ჯაან ტაკოი” გოგო-ბიჭები და ა.შ. მოკლედ მრავლად იყვნენ ისეთები, რომელთა ხილვამ მე პირადად ძალიან გამაოცა: Uriah heep-ს პირველად ამ კონცერტზე რომ მოუსმინეს და საერთოდ, მუსიკა ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილს რომ იკავებს მათ ცხოვრებაში. (არ გეგონოთ, თითქოს მე ვიცნობ ამ ჯგუფს კარგად. პირიქითაა საქმე ) განა ეს უსამართლობა არაა? წლების განმავლობაში როცა უსმენ ჯგუფს და მის ლაივზე მოხვედრას ოცნებობ. რომ ჩამოვა ეს ჯგუფი შენს ბედკრულ ქვეყანაში და შენ რო ვერ წახვალ და 15 წლის ნინუცა რო წავა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, მერე მეგობრებში რომ იმარიაჟოს, გუშინ მაგარ პონტში ვიყავიო.

, ,

3 Comments

Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers ანუ ამბავი იმისა, როგორ აჯობეს ქართველ ვარსკვლავებს newcomer-ებმა :D

როგორც იქნააა!!! 14 მარტს ფილარმონიაში გაიმართა “საქართველოში უპრეცედენტო პროექტი”, კონცერტი, რომლის “ანალოგიც ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა” (როგორ ორგანიზატორები გვპირდებოდნენ) ანუ Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers. ჩემი შთაბეჭდილებები მინდა მოგითხროთ ამ კონცერტის შესახებ.
კონცერტი თავდაპირველად 8 მარტს უნდა გამართულიყო, გარეთ, რესპუბლიკის მოედანზე. თუმცა საბოლოოდ თარიღიცა და ადგილიც შეიცვალა. ასევე ჯგუფმა Me and my monkey-მ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მათ მაგივრად “ვიტამინი” გამოვიდა. The Forest-თან კი ნანი ბრეგვაძის მაგივრად ეკა მამალაძემ იმღერა.
14 მარტს ფილარმონიის სცენაზე ვიხილეთ 8 ახალბედა ბენდი: the Georgians, Ketrine & Me, Rema, ABC, პორნოპოეზია, Mirror Illusion, ვიტამინი, the Forest. მათ შეასრულეს დუეტები შემდეგ “სტარებთან” ერთად: ირინა თაბორიძე, ლექსენი, მაია დარსმელიძე, სოფო ხალვაში, თიკა ფაცაცია, სალომე კორკოტაშვილი, ქეთათო, ეკა მამალაძე. ბევრმა უარყოფითად შეაფასა ალტერნატივშიკებისა და პოპის წამომადგენლების ერთად გამოჩენა სცენაზე. ფორუმებზე, პირად საუბრებში ყველა მსგავს ფრაზებს ამბობდა:”ლექსენი რა ასაშვებია სცენაზე”, “პაპსავიკებს რა უნდათ როკ-კონცერტზე” და ა.შ. მე კი დამაინტერესა ამ ექპერიმენტმა: რატომაც არა, დაე გამოვიდნენ პაპსავიკები ალტერნატივშიკებთან ერთად:) კონცერტის შემდეგ დავრწმუდნი, რომ ეს newcomer ბენდები არანაირად არ ჩამორჩებიან ჩვენს ვარსკვლავებს და ზოგს ბევრად სჯობიან კიდეც 🙂
აქამდე რაც მოვისმინე აზრი Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ის შესახებ, თითქმის 80% ნეგატიურია. არადა კონცერტს ჰქონდა თავისი კარგი მხარეებიც. არასწორი იქნება თუ ყურადღებას მხოლოდ ცუდზე გავამახვილებთ. მოკლედ, ჩამოვთვლი რა მომეწონა და რა არ მომეწონა.

კატეგორია “-“

პირველ რიგში არ მომეწონა ადგილი: ჩემი აზრით, ფილარმონია არ შეეფერება ასეთ კონცერტებს. ფილარმონია ჩემში “იუმორინას”, ან ქართველი მეგავარსვკლავების გრანდიოზული კონცერტის ასოციაციას იწვევს 😀 ბევრად კარგი იქენბოდა ღია ცის ქვეშ გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორების მესმის, ცუდი ამინდის გამო Stars for newcomers რესპუბლიკის მოედანზე აღარ ჩატარდა. სიტუაცია ფილარმონიაში იყო რაღაც არაშესაბამისი ცოცხალი კონცერტებისთვის: პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სრულიად “მკვდარი” პუბლიკა. შემსრულებელმა უნდა იგრძნოს მაყურებლიდან წამოსული ენერგია, სტიმული. ფილარმონიაში კი ხალხი უმოძრაოდ იჯდა სკამებზე და ტაშსაც ძლივს უკრავდა (წინა რიგის გამოკლებით 🙂 )

ხმა: ოო ისევ და ისევ ეს “ზვუკი” 😐 ზოგ სიმღერაში ვოკალის ხმა არ მესმოდა საერთოდ, ზოგან – სიმებიანი საკრავების ხმა, ზოგან – კლავიშის ხმა. არ მეგონა თუ სპორტის სასახლეში გამართული Alter\Vision-ის შემდეგ ვერ გამოასწორებდნენ ამ შეცდომას ორგანიზატორები. არ ვიცი რას დავაბრალო: ცუდ აპარატურას, ხმის რეჟისორის არაპროფესიონალიზმს თუ სხვა რამეს. არადა მგონი ხარისხიანი აპარატურა იყო.

ზოგიერთი სიმღერისთვის დადგმული შოუ: ზოგ სიმღერაში მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე პირადად მე არასაჭიროდ მომეჩვენა. მაგალითად, ABC-ის გამოსვლა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა მოცეკვავეების გარეშე. ასევე ავღნიშნავ, რომ მოცეკვავეები არ იყვნენ კარგად მომზადებულები, არასინქრონულად ცეკვავდნენ.

კატეგორია “+”

მომეწონა სცენის გაფორმება და განათება.

მომეწონა შემსრულებელთა ჩაცმულობა და მაკიაჟი.

მომეწონა the Georgians-ისა და ირინა თაბორიძის დუეტი.The killers-ისა და Muse-ს სიმღერების საინტერესო ვერსიები წარმოგვიდგინეს. შერულებაც კარგი იყო. ირინას ხმა მომეწონა, კონცერტზე იმდენად არ გამოჩნდა, აი რეპეტიციებზე კი მიკროფონის გარეშე მღეროდა და ყველა ინსტრუმენტის ხმას ფარავდა :)the Georgians-ის გამოსვლა იყო დრაივიანი, უბრალოდ, სამწუხაროდ, მაყურებელმა ვერ შეუწყო ხელი.

მომეწონა Rema-ს გამოსვლა. კარგი შერულება ჰქონდათ და თქვენ წარმოიდგინეთ სუმოისტები რომ გამოიყვანეს სცენაზე, ეგეც მომეწონა. ჩემი აზრით, შეეფერებოდა Rema-ს სიმღერას ასეთი შოუ.

მომეწონა the Forest-ისა და ეკა მამალაძის დუეტი. სიმღერაც საინტერესო და სასიამოვნო იყო და ამ სიმღერაზე დადგმული შოუც.

მომეწონა პორნოპოეზიისა და თიკა ფაცაციას სიმღერაზე დადგმული შოუ.

ვიტამინისა და ქეთათოს დუეტზე დადგმული ცეკვა.

შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ სჯობდა ბენდებს უფრო მეტი საკუთარი სიმღერა გაეტანათ კონცერტზე და არა ქავერები.

ნეტა რომელი ბენდები შეირჩევიან ამ რვიდან Openair 2010-თვის? მე უკვე მყავს ჩემი ფავორიტები 🙂

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

12 Comments

რატომ ვერ იტანენ საქართველოში ჟურნალისტებს

დღემდე მიკვირდა ხოლმე რატომ აქვს ხალხის უმრავლესობას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. რომ ვიტყოდი სადმე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ-მეთქი,ამას უმალ მოჰყვებოდა ხოლმე მსგავსი რეპლიკები: ჟურნალისტები პროვოკატორები არიან, თავხედები და უვიცები. ისიც ხშირად მსმენია, რომ პატიოსანი ადამიანი ჟურნალისტი ვერ იქნება. (იმავეს ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსებზე :D:D:D) ასე და ამგვარად ჩემი პროფესიის გამხელით ჩემ პატიოსნებას ეჭვქვეშ ვაყენებდი. მწყინდა ხოლმე ასეთი წარმოდგენა რომ ჰქონდათ გარშემომყოფებს ამ პროფესიის მიმართ. მედიამუშაკების საქმიანობის კონკრეტული მაგალითები რომ მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან საუბარში (რა თქმა უნდა, ამ მაგალითებში ნეგატიურად იყვნენ წარმოჩენილნი), ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს არაა ნამდვილი ჟურნალისტიკა, ეს არაა პროფესიონალიზმი, რომ ყველა ჟურნალისტი ასეთი არაა. მაგრამ ამაოდ.
დღემდე არ მომეპოვებოდა ნათელი ახსნა იმისა, რის გამო შეიძლება გძულდეს ასე ერთი რიგითი პროფესიის წარმომადგენელი. დღეს ტელეიმედზე გასული იმიტირებული საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მივხვდი, რატომ ეზიზღებათ საქართველოს მოქალაქეებს ჟურნალისტები. რაც შეეხება ამ საინფორმაციო გამოშვებასა და გადაცემას: ეს არაა ჟურნალისტიკა, ეს რაღაც მასხრობა-სპექტაკლ-საცირკო წარმოდგენის ნაზავია, ეს უკვე დანაშაულია.

, , , , ,

დატოვე კომენტარი