Posts Tagged The Forest

DDT vs Dub FX/Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2012-იც დასრულდა. 2009 და 2011 წლების ოფენეარებთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი ბევრად მასშტაბური იყო. წელს გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა კონცერტზე და მედიის მხრიდანაც ყურადღება უფრო დიდი იყო. ეს, პირველ რიგში, ალბათ, ფესტივალის ჰედლაინერმა ბენდმა  – DDT-მ გამოიწვია. DDT-ს, ჯერ კიდევ 1980 წელს, საბჭოთა რუსეთში დაარსებული ჯგუფის, ლაინაფში გამოჩენამ ბევრის გული გაახარა და ფესტივალზე მისვლა გადააწყვეტინა. პირადად მე ფესტივალზე ნაკლებად მაინტერესებდა მამაჩემის თაობის საყვარელი ჯგუფის ხილვა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის. (მე მაპატიეთ დდტ-ს ფანებო :)) თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან კარგად დაუკრეს კონცერტზე და თითქმის არავინ დაუტოვებიათ გულგრილი თავისი შესრულებით. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , ,

15 Comments

Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers ანუ ამბავი იმისა, როგორ აჯობეს ქართველ ვარსკვლავებს newcomer-ებმა :D

როგორც იქნააა!!! 14 მარტს ფილარმონიაში გაიმართა “საქართველოში უპრეცედენტო პროექტი”, კონცერტი, რომლის “ანალოგიც ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა” (როგორ ორგანიზატორები გვპირდებოდნენ) ანუ Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers. ჩემი შთაბეჭდილებები მინდა მოგითხროთ ამ კონცერტის შესახებ.
კონცერტი თავდაპირველად 8 მარტს უნდა გამართულიყო, გარეთ, რესპუბლიკის მოედანზე. თუმცა საბოლოოდ თარიღიცა და ადგილიც შეიცვალა. ასევე ჯგუფმა Me and my monkey-მ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მათ მაგივრად “ვიტამინი” გამოვიდა. The Forest-თან კი ნანი ბრეგვაძის მაგივრად ეკა მამალაძემ იმღერა.
14 მარტს ფილარმონიის სცენაზე ვიხილეთ 8 ახალბედა ბენდი: the Georgians, Ketrine & Me, Rema, ABC, პორნოპოეზია, Mirror Illusion, ვიტამინი, the Forest. მათ შეასრულეს დუეტები შემდეგ “სტარებთან” ერთად: ირინა თაბორიძე, ლექსენი, მაია დარსმელიძე, სოფო ხალვაში, თიკა ფაცაცია, სალომე კორკოტაშვილი, ქეთათო, ეკა მამალაძე. ბევრმა უარყოფითად შეაფასა ალტერნატივშიკებისა და პოპის წამომადგენლების ერთად გამოჩენა სცენაზე. ფორუმებზე, პირად საუბრებში ყველა მსგავს ფრაზებს ამბობდა:”ლექსენი რა ასაშვებია სცენაზე”, “პაპსავიკებს რა უნდათ როკ-კონცერტზე” და ა.შ. მე კი დამაინტერესა ამ ექპერიმენტმა: რატომაც არა, დაე გამოვიდნენ პაპსავიკები ალტერნატივშიკებთან ერთად:) კონცერტის შემდეგ დავრწმუდნი, რომ ეს newcomer ბენდები არანაირად არ ჩამორჩებიან ჩვენს ვარსკვლავებს და ზოგს ბევრად სჯობიან კიდეც 🙂
აქამდე რაც მოვისმინე აზრი Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ის შესახებ, თითქმის 80% ნეგატიურია. არადა კონცერტს ჰქონდა თავისი კარგი მხარეებიც. არასწორი იქნება თუ ყურადღებას მხოლოდ ცუდზე გავამახვილებთ. მოკლედ, ჩამოვთვლი რა მომეწონა და რა არ მომეწონა.

კატეგორია “-“

პირველ რიგში არ მომეწონა ადგილი: ჩემი აზრით, ფილარმონია არ შეეფერება ასეთ კონცერტებს. ფილარმონია ჩემში “იუმორინას”, ან ქართველი მეგავარსვკლავების გრანდიოზული კონცერტის ასოციაციას იწვევს 😀 ბევრად კარგი იქენბოდა ღია ცის ქვეშ გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორების მესმის, ცუდი ამინდის გამო Stars for newcomers რესპუბლიკის მოედანზე აღარ ჩატარდა. სიტუაცია ფილარმონიაში იყო რაღაც არაშესაბამისი ცოცხალი კონცერტებისთვის: პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სრულიად “მკვდარი” პუბლიკა. შემსრულებელმა უნდა იგრძნოს მაყურებლიდან წამოსული ენერგია, სტიმული. ფილარმონიაში კი ხალხი უმოძრაოდ იჯდა სკამებზე და ტაშსაც ძლივს უკრავდა (წინა რიგის გამოკლებით 🙂 )

ხმა: ოო ისევ და ისევ ეს “ზვუკი” 😐 ზოგ სიმღერაში ვოკალის ხმა არ მესმოდა საერთოდ, ზოგან – სიმებიანი საკრავების ხმა, ზოგან – კლავიშის ხმა. არ მეგონა თუ სპორტის სასახლეში გამართული Alter\Vision-ის შემდეგ ვერ გამოასწორებდნენ ამ შეცდომას ორგანიზატორები. არ ვიცი რას დავაბრალო: ცუდ აპარატურას, ხმის რეჟისორის არაპროფესიონალიზმს თუ სხვა რამეს. არადა მგონი ხარისხიანი აპარატურა იყო.

ზოგიერთი სიმღერისთვის დადგმული შოუ: ზოგ სიმღერაში მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე პირადად მე არასაჭიროდ მომეჩვენა. მაგალითად, ABC-ის გამოსვლა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა მოცეკვავეების გარეშე. ასევე ავღნიშნავ, რომ მოცეკვავეები არ იყვნენ კარგად მომზადებულები, არასინქრონულად ცეკვავდნენ.

კატეგორია “+”

მომეწონა სცენის გაფორმება და განათება.

მომეწონა შემსრულებელთა ჩაცმულობა და მაკიაჟი.

მომეწონა the Georgians-ისა და ირინა თაბორიძის დუეტი.The killers-ისა და Muse-ს სიმღერების საინტერესო ვერსიები წარმოგვიდგინეს. შერულებაც კარგი იყო. ირინას ხმა მომეწონა, კონცერტზე იმდენად არ გამოჩნდა, აი რეპეტიციებზე კი მიკროფონის გარეშე მღეროდა და ყველა ინსტრუმენტის ხმას ფარავდა :)the Georgians-ის გამოსვლა იყო დრაივიანი, უბრალოდ, სამწუხაროდ, მაყურებელმა ვერ შეუწყო ხელი.

მომეწონა Rema-ს გამოსვლა. კარგი შერულება ჰქონდათ და თქვენ წარმოიდგინეთ სუმოისტები რომ გამოიყვანეს სცენაზე, ეგეც მომეწონა. ჩემი აზრით, შეეფერებოდა Rema-ს სიმღერას ასეთი შოუ.

მომეწონა the Forest-ისა და ეკა მამალაძის დუეტი. სიმღერაც საინტერესო და სასიამოვნო იყო და ამ სიმღერაზე დადგმული შოუც.

მომეწონა პორნოპოეზიისა და თიკა ფაცაციას სიმღერაზე დადგმული შოუ.

ვიტამინისა და ქეთათოს დუეტზე დადგმული ცეკვა.

შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ სჯობდა ბენდებს უფრო მეტი საკუთარი სიმღერა გაეტანათ კონცერტზე და არა ქავერები.

ნეტა რომელი ბენდები შეირჩევიან ამ რვიდან Openair 2010-თვის? მე უკვე მყავს ჩემი ფავორიტები 🙂

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

12 Comments

მზადება Open Air 2010-ისთვის ანუ როგორ დაუმეგობრდა ნანი ბრეგვაძე ელექტრონშიკებს :D


The forest, Alter Vision/Newcomers (ფოტო მოვიპოვე forum.ge-ზე)

2009 წლის 23 ოქტომბერს თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართა Alter\Vision\newcomers. კონცერტში მონაწილეობა მიიღო 12-მა ქართულმა ჯგუფმა და ასევე Cynic Guru-მ და Temple Hedz-მა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა იმ დღეს თავი სპორტის სასახლეში. მიუხედავად დიდი მზადებისა, ვერ ვიტყვი რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ დარბაზში ცუდი sound-ი იდგა (ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა საქართველოში). თავდაპირველად Alter\Vision\newcomers-ზე უნდა შერჩეულიყო 2 ჯგუფი, რომელიც Open Air 2010-ში მიიღებდა მონაწილეობას. შემდეგ ციფრი 2 4-თ შეიცვალა. შედეგების გამოცხადება 2010 წლის იანვრისთვის გადაიდო, მაგრამ ამაოდ ველოდი იანვრის თვეს:| როგორც ახლახანს შევიტყვე, ჟიურის (თუ რაც ჰქვია) ძალიან გაუჭირდა 4 ჯგუფის ამორჩევა. ამიტომაც 8 მარტს იმართება კიდევ ერთი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს AlterVision-ზე გასული 8 ჯგუფი. შემდეგ ამ რვიდან შეირჩევა უკვე ის ბედნიერი ოთხი ბენდი, ვინც Open Air 2010-ზე გამოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ Open Air-ზე მათ შეიძლება ისეთ ჯგუფებთან მოუხდეთ გამოსვლა, როგორიცაა Metallica ან Radiohead (კიდევ ბევრი კარგი მუსიკალური ჯგუფი იყო იმათ ჩამონათვალში, ვინც შეიძლება ეწვიოს თბილისს).
კონცერტი გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. საინტერესო კი იმით იქნება, რომ ქართული როკ-ჯგუფები იმღერებენ პოპ-შემსრულებლებთან ერთად. მაგალითად, Rema ანრი ჯოხაძესთან ერთად შეასრულებს თავის სიმღერებს, პორნოპოეზია თიკა ფაცაციასთან, The Forest კი ნანი ბრეგვაძესთან (!!!). ბევრმა უარყოფითი აზრი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით: პაპსავიკ მომღერლებს ასეთ კონცერტზე რა უნდათო, კონცერტის იმიჯს ლახავენო. ჩემი აზრით კი ძალიან საინტერესო იდეაა. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ სცენაზე ნანი ბრეგვაძეს ელექტრონშიკებთან ერთად 😀


Altervision-ის კულმინაცია: The Georgians-ის გიტარისტი ულმობლად ლეწავს გიტარას 😀

, , , , , , , , , , ,

3 Comments