The Georgians 5 წლისაა!

23 მარტი. გეუბნებათ რამეს ეს თარიღი? თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ ამ რიცხვში შეიქმნა ჯგუფი The Georgians: ოთხმა ქართველმა ბიჭმა სცადა ისეთი არაქართული მუსიკის დაკვრა, როგორიცაა ბრიტპოპი და ინდი. ჯგუფის წევრების განცხადებით, ყველაზე მეტად მათზე გავლენა იქონია ბენდებმა Oasis, Doves,Muse.

ყველაფერი ასე იწყებოდა:

ამ 5 წლის განმავლობაში The Georgians-მა მოასწრო 115 კონცერტის გამართვა, მათ შორის მიიღო მონაწილეობა Alter Vision/Newcomers, Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, Nights Of Arles in Tbilisi, ევროვიზიის შესარჩევ ტურში. გახდა პროექტ “აივნის” პირველი სეზონის გამარჯვებული. 5 წლის განმავლობაში 5-ჯერ გამოიცვალა დრამერი. The Georgians-ის წევრები შეგხვდებიან სხვა ჯგუფებშიც: დრამერის გარდა ყველა წევრი უკრავს მინიმუმ ორ ბენდში.

დაბადების დღესთან დაკავშირებით 23 მარტს კლუბ “პარაშუტში” გაიმართა კონცერტი. The Georgians-ს დაბადების დღე კონცერტზე გამოსვლით მიულოცეს ჯგუფებმა:Mutual Friends, The Smile, ShuSha, Lady Heroine, Zurgi, The Sticklers, Pink Pantera, Junk Yard, Loudspeakers. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა თბილისის ოპერის სოლისტი ირინა თაბორიძე. “პარაშუტში” ხალხის ტევა არ იყო. კონცერტი დასრულდა დიჯეების Thoma-ს, Amo-სა და Papuka-ს სეტებით. სულ რამდენიმე საათში დახეულჯინსიანი და კეტებიანი აუდიტორია შეცვალეს მაღალ ქუსლებზე შემდგარმა ქლაბერებმა.


Loudspeakers-ის ვოკალისტი string-ის გიტარისტთან


შუშა


Mutual Friends და ქარჩხა


Zurgi გიორგი მარის გარეშე The Smile-ს ბიჭებთან :დ


The Smile


Pink Pantera


Junk Yard


Lady Heroine


The sticklers


The Georgians & ირინა თაბორიძე

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by მოლი ბლუმი on აპრილი 22, 2011 - 7:02 AM

    რაც მეტი იქნება ხარისხიანი მუსიკა, მით უკეთესი. ასეთი რაღაცები ჰაერში არ ქრება. ერთიც იქნება და ის თაობა, თავისუფალ მუსიკას რომ უსმენს, თავისუფლად აზროვნებასაც დაიწყებს..

    • #2 by dreamar on აპრილი 26, 2011 - 9:17 PM

      ამჯერად მე გეტყვი: კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აბ ბლოგზე 🙂

დატოვე კომენტარი