Posts Tagged grimes

დაცული: The Ice Bucket Challenge – cheerful charity

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ჩემი მუსიკალური ანგელოზები

ეს პოსტი ორ მუსიკოსზეა, რომელთა მუსიკითაც ამ ბოლო დროს მოვიხიბლე 🙂 ორივე მუსიკოსი ქალია.  მათი ტრეკები ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს: როცა ვუსმენ, სხვა სამყაროში ვგრძნობ ხოლმე თავს.

grimes17

პირველი ბავშვური გარეგნობის, უცნაური ჩაცმულობის, ხან მწვანე-, ხან ლურჯ-, ხან კი ვარდისფერთმიანი გოგონაა სახელად კლერ ბუშე (Claire Boucher). კლერი კანადიდანაა.  მუსიკალურ სფეროში მას Grimes-ის სახელით იცნობენ. კლერის სასცენო სახელი მხატვარ კენ გრაიმსს უკავშირდება, რომელიც უცხოპლანეტელთა შავ-თეთრი ნახატებითაა განთქმული. გრაიმსმა სადებიუტო ალბომი 2010 წელს გამოუშვა. მისი მუსიკა ელექტრონიკის, ინდუსტრიალის, სინთპოპის, ინდი მუსიკისა და კიდევ მრავალი ჟანრის ნაზავია.

კლერი 11 წლის განმავლობაში ბალეტს სწავლობდა, უნივერსიტეტში – ნეირომეცნიერებასა და რუსულ ლიტერატურას. მაგრამ თანდათან ყველა მისი ინტერესი მუსიკამ გადაფარა. ის არამარტო მღერის, სიმღერების ავტორიცაა და ვიდეო კლიპების რეჟისორიც.

grimes2

მის ბუშეზე დიდი გავლენა ქალმა შემსრულებლებმა და შუა საუკუნეების მუსიკამ მოახდინა. ცდილობს იყოს ვეგეტარიანელი.

grimes13

პირველად Grimes-ის  “Vanessa” მოვისმინე. მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე: არ მიყვარს “ჭყიპინა”, წვრილხმიანი ვოკალისტები. მერე “Genesis”-ს მოვკარი ყური, ამჯერად მომეწონა. სხვა სიმღერებიც მოვისმინე და მივხვდი, რომ საჩემო მუსიკაა: არაამქვეყნიურობის განცდას რომ გიქმნის და სადღაც ზეცისკენ მიგაქანებს :)) თვითონ კლერიც არაამქვეყნიურ არსებას ჰგავს, ფერადთმიან ანგელოზს.

twigs

მეორე ანგელოზი ბრიტანელი ტალია ბარნეტია (Tahliah Barnet). ტალია FKA twigs-ის სახელით მოღვაწეობს. მისი მუსიკაც ასევე რამდენიმე ჟანრის ნაზავია: ელექტრონიკა, პოპი, ტრიპჰოპი, ექსპერიმენტალი … ტალიას, გარდა მუსიკისა, ცეკვაც ეხერხება: ის მოცეკვავის როლში  Jessie J-ის ვიდეო კლიპში “Do it like a dude” გამოჩნდა.

twigs2

Twigs ამ მომაჯადოებელი სიმღერით გავიცანი და პირველივე მოსმენისთანავე შემიყვარდა:

განსაკუთრებით გზაში მიყვარს FKA twigs-სა და Grimes-ის მოსმენა, ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს ამ ორი განსხვავებული, საინტერესო და კრეატიული ქალის შემოქმედება.

 

, , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი