რა ხდებოდა Gem fest 2016-ზე

ცოტა დიდი დრო კი გავიდა Gem fest-ის დასრულებიდან, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ აუცილებლად უნდა დავწერო, განსაკუთრებით იმ უარყოფითი მხარეების შესახებ, რაც ფესტივალს ჰქონდა. თანაც მომავალ წელს ერთთვიანი ფესტივალი იგეგმება და იმედია ორგანიზატორები წლევანდელ მინუსებს გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ.

ანაკლიაში ჩასვლისთანავე პირველ ამოცანად დავისახეთ ბილეთების გადაცვლა “მულტიპასებზე”, რომელთა გარეშე ვერ მოვხვდებოდით ფესტივალის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლია ერთი პატარა სოფელია, გადასაცვლელი პუნქტის მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ადგილობრივები აზრზე არ იყვნენ სად შეიძლებოდა ბილეთის ყიდვა/გადაცვლა. ერთმა საერთოდ სხვა მიმართულებით გაგვიშვა. საბოლოოდ ბევრი ფერადი ადამიანი სადაც დავინახეთ, იქ მივედით. ღამენათევები და ნამგზავრები, თაკარა მზის ქვეშ დაახლოებით ერთი საათი ვიდექით რიგში.

https://www.instagram.com/p/BI6_VNGjv3L/?taken-by=i_am_dreamar

მეორე სირთულე რაც შეგვხვდა, საცხოვრებელი ადგილის მოძებნა იყო. ამისთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა: სასტუმრო (თუ არ ვცდები ანაკლიაში 2 დიდი სასტუმროა), ფესტივალის ტერიტორიაზე განლაგებული კარვები (იქ მოსახვედრად წინასწარ უნდა გეზრუნა), ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლები, ან საკუთარი კარავი. ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო კარვები, რადგან იმ საშინელ სიცხეში შეუძლებელი იყო იქ მოსვენება. თანაც ეს ვარიანტი ნაკლებად უსაფრთხო იყო, რადგან შეიძლებოდა თქვენი ნივთები ვინმეს მოეპარა. კარვებში წარმოუდგენელი იყო პირადი ჰიგიენის დაცვა საშინელი საპირფარეშოებისა და საშხაპეების გამო. ჩვენ ადგილობრივებთან, იქვე განმუხურში ოთახის ქირაობა ვარჩიეთ. ოთახების ფასები ბათუმის ფასებს უთანაბრდებოდა, თუმცა, პირობები ბევრად ცუდი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზღვამდე და ფესტივალის ტერიტორიამდე მინიმუმ 2 კმ იყო, ამიტომ ან საკუთარი მანქანით უნდა გევლო ან ტაქსით. ტაქსისტები მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობდნენ და ორი ნაბიჯის გავლაში საკმაოდ ძვირს ითხოვდნენ.

კვებას რაც შეეხება – შეგეძლო gemfest-ის ტერიტორიაზე გეკვება (სადაც არჩევანი არც ისე დიდი იყო – ძირითადად მშრალი, არაჯანსაღი საკვები (ჰოთდოგი, ჰამბურგერი, ფრი და ა.შ) იყიდებოდა), გარე ტერიტორიაზე არსებულ კაფეებსა თუ რესტორანში, ან სახლში თავად მოგემზადებინა. რესტორანი, რომლის კერძებიც მოგვეწონა და მომსახურებაც, სულ გადავსებული იყო ხოლმე. გარდა ამისა, მაშინ როცა ფესტივალის მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ იწყებოდა, რესტორანი მუშაობას წყვეტდა.

ერთობ უცნაური ხალხი ცხოვრობს ანაკლიაში. სულ არ არიან ორიენტირებულები განვითარებასა და ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაზე მომსახურების გაუმჯობესების გზით. მაღაზიები ნახევრად ცარიელი იყო, ზოგიერთი პროდუქტი სანთლით უნდა გეძება, სასმელები ხშირ შემთხვევაში ნახევრად თბილი იყიდებოდა. ერთადერთი აფთიაქიც კი არ იყო საკმარისი პროდუქტებით მომარაგებული.

gemfest_toilet

ანაკლიაში დღის საათებში საშინელი სიცხე იყო, რომელსაც ვერსად გაექცეოდი. მითუმეტეს ფესტივალის ტერიოტორიაზე, სადაც ჩრდილის მოძებნა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენდა. სულ მაინტერესებდა, როგორ უძლებდნენ ამას კარვებში მცხოვრებლები. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საპირფარეშო და საშხაპეები იყო ძალიან ცოტა და საშინლად არაჰიგიენური, გაფუჭებული ონკანებითა და ცივი წყლით. თანაც ფასიანი! მომავალ წელს ერთთვიანი ფესტივალის პირობებში ამ საკითხის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება:

:D

😀

არ შემიძლია არ ვთქვა ფესტივალის დამსწრეთა სიღორეზე: მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 20 მეტრში ნაგვის ურნები იდგა, სანაპირო ზოლი ნაგვით იყო სავსე. ეს ნაგავი კი საბოლოო ჯამში ზღვაში ხვდებოდა.

სანაპიროზე ბევრ გამოყენებულ შპრიცსაც მიაგნდებდით

სანაპიროზე ბევრ გამოყენებულ შპრიცსაც მიაგნებდით

Gemfest-ზე ყოფნის პერიოდში საინტერესო და კომიკური ფაქტების მომსწრეებიც გავხდით. მაგალითად, როგორ ედავებოდა ორი ახალგაზრდა ერთმანეთს ე.წ. ფლოსტებს. ერთს მარჯვენა ეცვა, მეორეს მარცხენა და ორივე ამტკიცებდა, რომ თვითონ ეკუთვნოდა ფეხსაცმელი. როგორც ჩანს, ნამდვილ მეპატრონეს ჩასძინებოდა, ამ მომენტით ისარგებლა ქურდმა და მოპარა. ერთ-ერთი ტურისტი იყო, რუსულად ლაპარაკობდა, ქართველს არ ესმოდა რუსული და ხან ვინ ჩარიეს, ხან ვინ. ბოლოს პოლიციაც მოვიდა. საბოლოოდ რომელს დარჩა ორივე ფლოსტი, არ ვიცი :d

კარგი იქნებოდა, Gemfest-ის წარმომადგენლებს უკეთესი კომუნიკაცია ჰქონოდათ ხალხთან. მიუხედავად იმისა, რომ გარდა სოც.მედიისა და ვებგვერდისა, ასევე იყო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგეძლო მიგეღო ინფორმაცია ღონისძიებებისა და ლაინაფის შესახებ, ეს ინფრომაცია ხშირად არასწორი იყო. ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა ბოლო დღე – ნახევრად ცარიელ სცენასთან, უზარმაზარი გუბეებით გარშემორტყმული ამაოდ ველოდი Agoria-ს. მეინსთეიჯიდან აპარატურის ალაგება რომ დაიწყეს, მაშინღა მივხვდი, რომ ეს იყო ფესტივალის დასასრული. არავის სიტყვაც არ წამოცდენია, რომ Agoria არ გამოვიდოდა.

რა თქმა უნდა, Gemfest-ზე ბევრი კარგი რამ ხდებოდა: მსოფლიო დონის შემსრულებლები, კარგი მუსიკა, ცეკვა დილამდე და ბედნიერი ადამიანები გარშემო. აღფრთოვანებული დავრჩი Gusgus, Slowmagic, Fedde le grand გამოსვლით. ძალიან მინდა მომავალ წელსაც შევძლო საყვარელი მუსიკოსების ლაივში მოსმენა ჯემზე და ბევრი ბედნიერი წუთი და მოგონება დარმჩეს.

https://www.instagram.com/p/BI8NjCWDbgT/?taken-by=i_am_dreamar

https://www.instagram.com/p/BJAG3yjDWc2/?taken-by=i_am_dreamar

https://www.instagram.com/p/BI9d5oXjqq4/?taken-by=i_am_dreamar

https://www.instagram.com/p/BJB_ZzRj95R/?taken-by=i_am_dreamar

https://www.instagram.com/p/BJIHxbNDrLQ/?taken-by=i_am_dreamar

, , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი