ბავშვების ძალადობა ცხოველებზე

ძალიან ვბრაზდები როცა ეზოში შემდეგ სურათს ვხედავ: ბავშვები ლეკვებსა ან კნუტებს დასდევენ და აწვალებენ, მათი მშობლები კი იქვე სხედან და თითქოს არც არაფერი ხდება, ერთ სიტყვასაც არ ეტყვიან, რომ შეწყვიტონ ცხოველების წვალება. დარწმუნებული ვარ, ბევრი შესწრებიხართ მსგავს სცენას. რატომ უნდა უყურებდე მშვიდი სახით, როგორ ცემს და ურტყამს წიხლებს შენი შვილი პატარა უმწეო არსებას? ეს არსებაც ხომ ისევე განიცდის ტკივილს, როგორც ადამიანი. რატომ არ უნდა გაღელვებდეს საკუთარი შვილის სადისტური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ?

აგრესიული ბავშვი

თანაგრძნობის უნარსა და ცხოველების უფლებებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელიც აგრესიას ავლენს უმწეო ცხოველის მიმართ, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია, ვერ არის წესრიგში. ესაა პირველი საგანგაშო ნიშანი მომავალში კრიმინალური და ძალადობრივი ქცევისა. მაგალითად, მძიმე დანაშაულისთვის თითქმის ყველა მსჯავრდებული ბავშვობაში ცხოველებს ცუდად ექცეოდა. ბავშვების მხრიდან ცხოველთა წამება ძალადობის დაუსრულებელ ციკლთანაა დაკავშირებული. კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ბავშვი, რომელიც განიცდის ძალადობას ან არის ძალადობის მოწმე, უფრო მეტადაა მიდრეკილი თავადაც გახდეს აგრესორი და მოძალადე. ბავშვის აგრესიული ქცევა ცხოველების მიმართ შესაძლოა წინასწარმეტყველებდეს მის მომავალ აგრესიულ ქცევაზე ადამიანების მიმართ. ფსიქოლოგები ცხოველებისადმი ცუდ მოპყრობას მიიჩნევენ ანტისოციალური ქცევის საგანგაშო ნიშნად და სხვა ძალადობრივი ქცევების წინასწარგანმსაზღვრელად. ეს არის ფსიქიკური დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომი. დიდი ალბათობით, ბავშვი, რომელიც ძალადობს ცხოველებზე, თავადვეა სახლში ან სკოლაში ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ხშირად ეს აგრესია არასწორი აღზრდის შედეგია. მშობლები თავიანთ ურეაქციობას ამგვარ ძალადობაზე შემდეგნაირად ხსნიან: “ჯერ პატარაა და არ ესმის”. არადა სწორედ რომ ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს ამ აგრესიული ქცევის განეიტრალება, რადგან რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო რთული ხდება ამ პრობლემის მოგვარება. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაარკვიონ, რა არის მიზეზი ბავშვის აგრესიული ქცევისა ცხოველისადმი, აუხსნან რომ ამგვარი ქცევა არ შეიძლება, რომ ცხოველები ცოცხალი არსებები არიან, მათაც აქვთ შეგრძნების უნარი, მათაც აქვთ უფლებები. თუ მაინც ვერ აღმოფხვრიან აგრესიას, უნდა მიმართონ ფსიქოლოგს.

ნუ დახუჭავთ თვალებს ბავშვის მიერ ცხოველის წვალებაზე, ნუ იტყვით, რომ ჯერ პატარაა და არ ესმის .

qo

, , , , , , , ,

  1. #1 by vepkhviamania on აგვისტო 17, 2013 - 9:33 PM

    გეთანხმები რომ არავინ არ უნდა დახუჭოს თვალი ბავშვების მიერ ცხოველებზე და საერთოდ ძალადობაზე, ასევე იმაზეც გეთანხმები, რომ როცა ბავშვები ძალადობენ ძირითადად ავადაც ძალადობის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ზოგადად ძალადობის მიზეზი მშობელი არაა, არამედ ის სოციო-ეკონომიკური გარემო რომელშიც ვცხოვრობთ. ანუ თავად სისტემაა ძალადობრივი და ეს არის საზოგადოების წყობის იერარქიული სისტემა. ილუსტრაციისთვის ეს ფოტო ავტვირთე ბლოგზე და მის ბმულს დავურთავ კომენტარს http://vepkhviamania.files.wordpress.com/2013/08/1002573_625241594174570_1666157621_n.jpg

    • #2 by dreamar on სექტემბერი 2, 2013 - 10:45 AM

      ზუსტად ამ ფოტოს ვეძებდი პოსტისთვის და ვერ ვნახე :))

  2. #3 by vepkhviamania on აგვისტო 17, 2013 - 9:35 PM

  3. #4 by Ekateriné O Niani on აგვისტო 27, 2013 - 8:47 AM

    გეთანხმები მარი, აი ეს ნახე, არაჩვეულებრივი კორეული ფილმიდან ნაწყვეტი: http://www.youtube.com/watch?v=41xJwJ8I0Mg

დატოვე კომენტარი